22/09/2024
11:18
არჩევნები 2024
წინასაარჩევნოდ ვხედავთ, რომ ჩვენი რადიკალების მხრიდან მძაფრდება გარკვეული სიცრუის და ზეწოლის მანქანა. არ გამოირიცხება გარკვეული ექსცესები და პროვოკაციები, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
დეპუტატი დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა, რომელმაც 8 წლის წინ გივი თარგამაძის მკვლელობა სცადა და საქართველოში არალეგალურად შემოსვლას სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ცდილობდა.
„წინასაარჩევნოდ ვხედავთ, რომ ჩვენი რადიკალების მხრიდან მძაფრდება გარკვეული სიცრუის და ზეწოლის მანქანა. არ გამოირიცხება გარკვეული ექსცესები და პროვოკაციები, რომლის მოწყობას ჩვენი რადიკალები შეეცდებიან. თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ საქართველოში დღევანდელი ინსტიტუტები არის იმაზე მეტად მძლავრი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ“, - აღნიშნა ბითაძემ.
0
0