05/06/2023
17:15
პოლიტიკა
ვერაფერს გეტყვით, რა თქვა ხაბეიშვილმა. მე ვიცი, რა თქვა მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე თვის წინ: „ლელო“ არ აპირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სტრატეგიულ პარტნიორობას, თანამშრომლობას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
უსუფაშვილს კითხვა დუასვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.
დავით უსუფაშვილის თქმით, წინასაარჩევნო კონტექსტში „ლელოს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“არანაირი ურთიერთობა არ აქვს.
„ჩვენ გვაქვს ურთიერთობა პარლამენტის დონეზე ცალკეულ თემატურ საკითხებზე. წინასაარჩევნო კონტექსტში ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს და არ გვექნება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
0
0