
წინანდალში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, „იმედის კვირის“ ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა. დაესწრო თუ არა „რედისონში“ ზურაბიშვილი ამ შეხვედრას, ეს ჯერ უცნობია.
იგეგმება თუ არა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება? - შეკრებაზე წინანდალში „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრები იმყოფებოდნენ. მათთან ერთად იყვნენ გახარიას პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად საუბრობენ, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრებთან, საერთო არაფერი აქვთ. შეკრებაზე იმყოფებოდნენ „ლელოსა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებიც.
წინანდალში „ფორმულას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მიშა მშვილდაძეც იმყოფებოდა.
„იყო რამდენიმე პოლიტიკური პარტია. ასევე იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ბევრი ექსპერტი. საუბარი შეეხებოდა პირველ დღეს აფხაზეთიდან დევნილებს, გალში მცხოვრებ მოსახლეობის პრობლემებს. თემურ ჭყონია იყო გვერდზე სუფრაზე ოჯახთან ერთად მყოფი ადამიანის სტატუსით ამ სასტუმროში. შეხვედრაზე არ ყოფილა“, - განუცხადა „იმედის კვირას“ მშვილდაძემ.
წყარო: ტვ „იმედი“
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025