
ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ კანონის განხილვა გრძელდება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ვითარებაში გვიწევს საკომიტეტო სხდომის ჩატარება. ეს არის სახე რადიკალური ოპოზიციის. ერთის მხრივ, კარგია, რომ ამ სახეს კიდევ ერთხელ დაინახავს საზოგადოება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დარბაზში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები.
დარბაზში ოპოზიციის ნაწილიც იმყოფება.
ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ კანონის განხილვას არასამთავრობოებსა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლაა მოჰყვა. ხმაური და შეხლა-შემოხლა პერიოდულად ხდებოდა საკანონმდებლო ორგანოს დერეფნებშიც.
კომიტეტის სხდომა დაპირისპირებების გამო დაგვიანებით დაიწყო.
0
0