
კომპანია Meta-ს კუთვნილ მესენჯერ WhatsApp-ში ერთდროულად ორი ექაუნთის გამოყენება გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ WhatsApp-ის ბლოგში წერია.
„ახლა უკვე შეგიძლიათ, გამოიყენოთ ორი, მაგალითად, პირადი და სამუშაო WhatsApp-ანგარიში ერთდროულად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთიდან მეორე ექაუნთზე გადასვლის დროს მესენჯერიდან გასვლა, ასევე, ორი ტელეფონის ტარება აღარ დაგჭირდებათ,“ - წერს WhatsApp.
მეორე ექაუნთის შესაქმნელად მხოლოდ დამატებითი ტელეფონის ნომერი და SIM-ბარათი იქნება საჭირო. კერძოდ, შესაძლებელია ისეთი ტელეფონის გამოყენება, რომელიც რამდენიმე SIM-ბარათზე ან eSIM-ზე მუშაობს. კონფიდენციალურობისა და შეტყობინებების პარამეტრების დაყენება თითოეული ანგარიშისთვის ცალკე არის შესაძლებელი.
სექტემბერში WhatsApp-მა არხების 150-ზე მეტ ქვეყანაში გაშვება დააანონსა. თუმცა მაშინ The Moscow Times წერდა, რომ რუსეთში არხების გაშვებაზე WhatsApp-მა უარი თქვა და „პროდუქტი რუსი მომხმარებლებისთვის უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი არ იქნება.“
0
0