10/03/2022
20:00
მსოფლიო
“საბოლოოდ, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ტრაგიკული შედეგების ფონზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთსა და ბელორუსში ჩვენი ოპერაციების შეჩერების შესახებ.
ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობას და გამოვთქვამთ დიპლომატიური და მშვიდობიანი გადაწყვეტის გულწრფელ იმედს.
ამავდროულად, ჩვენს პრიორიტეტებად რჩება ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა და უსაფრთხოება, ისევე როგორც მხარდაჭერა უკრაინის ხალხისა, მათ შორის, ლტოლვილების მზარდი რაოდენობისა, რომლებიც უსაფრთხოებას ეძიებენ”, — ვკითხულობთ Western Union-ის განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
მოსკოვს დასავლეთის ქვეყნებმა რიგი სანქციები დაუწესეს, რის შემდეგაც რუსეთის ბაზარი ათობით უცხოურმა დიდმა კომპანიამ დატოვა. მათ შორისაა ელექტრონული საგადასახადო სისტემა PayPal.
0
0