“დღისა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა, იმისთვის, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას” - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წერეთლის გამზირიდან „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში განაცხადა.
1-ელ თებერვალს, წერეთლის გამზირზე მოძრაობის ორმხრივად აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “სფეისნიუსს” თბილისის მერიაში უდასტურებენ.
როგორც თბილისის მერმა განმარტა, ტროტუარებზე უკვე მოწყობილია მოწისქვეშა კაბელ-არხები, სადაც ელექტროსადენები განთავსდება. მისივე თქმით, მოგვიანებით გზის სავალი ნაწილი დაიხაზება.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასასრულებლად, 16 იანვარს თბილისის მერიამ 4 ახალ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა. კალაძის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, ეს კომპანიებია: ენკო, პარმა, ჯეი გრუპი და ბლექ სი გრუპი.
0
0
ოზურგეთში მკვლელობა მოხდა
22/08/2025