
“საფრანგეთის პარლამენტმა ოთხშაბათს საბოლოოდ დაამტკიცა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი. მივესალმები ამ ფრანგულ კანონს! საფრანგეთი ევროპის ლიდერი, ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა უნდა იყოს და მისი ძლიერება და დაცულობა მნიშვნელოვანია! Bravo!” - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა:
"საფრანგეთის პარლამენტმა ოთხშაბათს საბოლოოდ დაამტკიცა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი. ახალი კანონი ითვალისწინებს გავლენის ეროვნული რეესტრის შექმნას, ფინანსური აქტივების გაყინვის პროცედურასა და ალგორითმული მეთვალყურეობის ექსპერიმენტულ გაფართოებას, რომელიც ამჟამად გამოიყენება ანტიტერორისტული საქმიანობისთვის."
მივესალმები ამ ფრანგულ კანონს! საფრანგეთი ევროპის ლიდერი, ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა უნდა იყოს და მისი ძლიერება და დაცულობა მნიშვნელოვანია! Bravo!
ჩვენსას მცხოვრებ ალალუსულკანონებს რა ეშველებათ, ესაა საქმე! წერეთ და ილაპარაკეთ "დანოსები" და ტყუილები უცხოეთში საკუთარ სამშობლოზე კლასიკური საბჭოთა ტრადიციის დაცვით, ასხით ტალახი იმ ერს და სახელმწიფოს, ძლივს რომ გადარჩენილა და დღესაც გადარჩენისთვის იბრძვის. ეს მხოლოდ თქვენივე თავისთვის მიყენებული ზიანია. რთული იქნება იმ განცდით ცხოვრება, რომ გძულდა მთავრობა და დაუშავე სამშობლოს! თუ მთავრობა გძულს, გადაირჩიე! აჰ, არ შეგიძლია, ხალხის უმრავლესობა არ გიჭერს მხარს და მხოლოდ ისინი გიჭერენ მხარს, ვინც ამომრჩეველი არაა?! ჰმ.
0
0