05/12/2022
15:35
ეკონომიკა
“45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი წელს, საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში მივიღებთ, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე გავცემთ სუბსიდიას”.
რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ბატონი ოთარ შამუგია იმყოფებოდა აჭარაში, პირადად დაათვალიერა და გაეცნო ადგილზე სიტუაციას. შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. ჩვენი მონაცემებით, 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა.
„რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ბატონი ოთარ შამუგია იმყოფებოდა აჭარაში, პირადად დაათვალიერა და გაეცნო ადგილზე სიტუაციას. შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. ჩვენი მონაცემებით, 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი წელს. ჩვენ საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში მივიღებთ, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე გავცემთ სუბსიდიას, რაც კარგი შეღავათი იქნება ჩვენი ფერმერებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024