25/10/2023
17:53
ეკონომიკა
2023 წლის 9 თვეში საქართველომ 2.2 მლრდ აშშ დოლარის ავტომობილები შეიძინა, რაც აბსოლუტური მაქსიმუმია. რეკორდულ მაჩვენებლამდე, ყველაზე მეტი ავტომობილი გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში შემოვიდა. 1.1 მლრდ აშშ დოლარის.
ტოპ-10 ქვეყანა, სადაც წელს საქართველომ ყველაზე მეტი ავტომობილი იყიდა:
აშშ - 1.3 მლრდ აშშ დოლარი
იაპონია - 390.9 მლნ აშშ დოლარი
გერმანია - 230.3 მლნ აშშ დოლარი
თურქეთი - 75.1 მლნ აშშ დოლარი
კორეის რესპუბლიკა (სამხრეთ კორეა) - 34.7 მლნ აშშ დოლარი
უკრაინა - 33.5 მლნ აშშ დოლარი
კანადა - 22.7 მლნ აშშ დოლარი
ბელგია - 17.9 მლნ აშშ დოლარი
აზერბაიჯანი - 17.5 მლნ აშშ დოლარი
გაერთიანებული სამეფო - 16.04 მლნ აშშ დოლარი
ინფორმაციისთვის, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტიც რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 1.5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 592.2 მლნ აშშ დოლარის.
bpn.ge
0
0