10/06/2024
12:52
ტურიზმი
2024 წლის, 11 ივნისს შატო მუხრანის „ორანჟერეაში“ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეცხრე ოფიციალური ცერემონია გაიმართება, - ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„სწორედ დაჯილდოების ცერემონიაზე, 24 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 200-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდება გამარჯვებულები, რომლებიც დამსახურებულად მოირგებენ წოდებას „საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში“. წლევანდელი ცერემონია არის განსხვავებული, ღონისძიების დამფუძნებელი მარინა ჩაიკა სტუმრებს მნიშვნელოვან სიახლეს გააცნობს, რომელიც ღონისძიების დღებდე „სიურპრიზად“ დარჩება.
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის მასშტაბური პროექტი, რომელიც 2015 წლიდან იმართება და დაარსების დღიდან წარმოადგენს საუკეთესო ბიზნეს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე ლიდერებს. ეს არის „ოსკარი“ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს მიღწევების აღსანიშნავად!
მეცხრე ოფიციალურ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება 400-მდე სტუმარი: ტურისტული სააგენტოები, გენერალური მენეჯერები და საუკეთესო სასტუმროების მფლობელები, ავია კომპანიები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობის წარმომადგენლები, მოგზაური ფოტოგრაფები, უმსხვილესი სასტუმროების წარმომადგენლები, მასმედია და პრესა.
ცერემონიის ლოკაცია საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულად მნიშვნელოვანი და უნიკალური ლოკაციაა, რომელიც 1878 წლიდან ქმნის ღვინის ტურიზმის.
ცერემონია უკვე მეცხრე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით და თბილისის მერიისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭრით. ასევე სპროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: ავიაკომპანია Georgian Wings, სასტუმრო Hilton Garden inn Tbilisi Riverview, სადაზღვევო კომპანია Ardi, საყოფაცხოვრებო ტექნიკა Ardesto, პრემიუმ კლასის ბრენდები Zigie-სგან, კორპორატიული და პერსონალური საჩუქრების საწარმო “Chemi“, აუდიოსისტემები “Kreba”, საერთაშორისო ორგანიზაცია MCINERNEY, რესტორანი Ornament Express.
მთავარი მედია პარტნიორები: Fortuna FM და Georgia Today“ , - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0