
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ყვარელში, ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლას ეხმაურება და მსურველებს სთავაზობს დაორგანიზდნენ, ჩავიდნენ ადგილზე და მსურველებს ბერძენიშვილის მოსმენის საშუალება მისცენ.
"სიმართლე არის ის იარაღი, რომელიც ამ კედელს არ ააშენებინებს. ამას კონკრეტული გამოვლინება აქვს, სიმართლე არ არის აბსტრაქტული, ფაქტია. ამიტომ რეჟიმთან ბრძოლაში, ტყუილის არდაჯერება, არ მიღება, არ მონაწილეობა, ’არდაკიდება’, უკვე იარაღია. თან ყოველ ჯერზე, რადგან ყოველ ჯერზე, როცა არ ვამბობთ სიმართლეს ის კედელი იზრდება და მერე ერთიანად დანგრევა ბევრად უფრო რთული იქნება.
ამ კონკრეტული ტყუილის შემთხვევაში, მე გთავაზობთ დავორგანიზდეთ და წავიდეთ ყველა ერთად ყვარელში, ვიყოთ ბევრნი და მოვუსმინოთ და მსურველებს მოვასმენინოთ ლევან ბერძენიშვილის ლექცია. მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ ტყუილის კიდევ ერთი აგური ვერ დაარჭონ ამ გალავანს. ვეკამათოთ ბატონ ლევანს თუ ასეთი სურვილი გვაქვს, მაგრამ არ გავატაროთ ეს ტყუილი და არ მივიღოთ ამ სახით მომაწილეობა ჩვენი მომავლის ნგრევაში", - წერს ელენე ხოშტარია.
გუშინ ყვარელში, ევროატლანტიკურ ცენტრთან, სადაც ამერიკული კუთხე ფუნქციონირებს, საპროტექსტო აქციის მონაწილეებმა ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ადგილზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ ერეკლე მეორის შვილიშვილები იყვნენ და ბერძენიშვილი იქ "ფეხს ვერ დაადგამდა.
0
0