04/04/2023
13:19
მსოფლიო
კომპანია Warner Bros. Discovery Inc. ახლოსაა ჰარი პოტერზე დაფუძნებული ახალი ონლაინ სატელევიზიო სერიალის შექმნის გარიგებასთან. ამის შესახებ Bloomberg წერს .
„ყოველი სეზონი დაფუძნებული იქნება ჯოან როულინგის შვიდი წიგნიდან ერთ-ერთზე“, - განუცხადეს გამოცემას კომპანიის წყაროებმა.
Warner Bros. Discovery-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ზასლავი და HBO-ს ხელმძღვანელი კეისი ბლოისი მუშაობენ გარიგებაზე მწერალ როულინგთან, მაგრამ ნ დროისთვის ის ჯერ არ გაფორმებულა.
როულინგი ჩაერთვება სერიალში, რათა გააკონტროლოს რამდენად ახლოს იქნება ის ორიგინალთან. თუმცა, არ იქნება მისი მთავარი შემქმნელი - აღნიშნავს Bloomberg.
ჰარი პოტერის ბრენდმა შექმნა მრავალი წარმატებული პროდუქტი და სპინ-ოფი. კომპანია Avalanche Software-თან მუშაობისას, თებერვალში Warner Bros.-მა გამოუშვა ქსელური თამაში Hogwarts Legacy, RPG, რომელიც დაფუძნებულია ჰარი პოტერის სამყაროზე.
0
0