25/04/2023
20:26
პოლიტიკა
მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ციფრები სადღაც მოგონილია და წარმოდგენა არ მაქვს, რას ეყრდნობა. წარმოუდგენელია, პოლიტიკური რეიტინგი გაეზარდოს პარტიას, რომელსაც მართავს მასხარა ხაბეიშვილი, აქვს ოლიგარქი კეზერაშვილის ჯარისთვის მოპარული ფული და ვანო მერაბიშვილის ძალადობრივი იდეოლოგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, ეს არის საზოგადოების მოტყუება.
„კარგად ვხედავთ, რომ პრაქტიკულად, ოპოზიციის დაშლა-დაქუცმაცება მიმდინარეობს და მათი დესტრუქციული დღის წესრიგი შედეგის მომტანი არ არის. ამას არ აქვს გამოხმაურება საზოგადოებაში და ჩვენს მოქალაქეებს ეს არ მოსწონთ. აქედან გამომდინარე, ახლა ისინი ცდილობენ, გარკვეული ინერცია და გარკვეული ძალა მისცენ ოპოზიციურ სპექტრს. ამას სხვა გამართლებას ვერ ვუძებნი“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024