13/09/2024
10:16
სპორტი
„მზიურის“ სტადიონზე 7X7-ზე ფეხბურთში საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატის (Grand Prix 7) მეორე ტურის მატჩები გაიმართა, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებისთვის წარმატებული გამოდგა.
ტურნირზე 13 ქვეყნის 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ოთხ ჯგუფში არიან განაწილებულები. ტურნირში ოთხი ქართული გუნდი და საქართველოს ნაკრების არაერთი ვეტერანი ფეხბურთელი მონაწილეობს.
მეორე სათამაშო დღეს „გროსტი“ ბერძნულ „სან ანტონიოს“ შეხვდა და დაძაბული ბრძოლა დიდი ანგარიშით 5:1 მოიგო. „ბეთლაივი“ პორტუგალიურ „რეალ პანტერს“ დაუპირისპირდა, 4:2 დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა.
„თბილისი სიტი ჰოლმა“ ეგვიპტურ „კონტრას“ 2:0 მოუგო. ერთადერთი გუნდი „რევაინია“, რომელმაც ხორვატულ „ტესლა ბარ იარუნთან“ შეხვედრა ფრედ (2:2) დაასრულა.
ხვალ ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები გაიმართება. „მზიურის“ სტადიონზე თამაშები 14:00 საათიდან დაიწყება.
0
0