“მივესალმები დავით არახამიას და წარმატებებს ვუსურვებ ორივე სამშობლოს გადარჩენის საქმეში” - წერს ნიკა გვარამია საკნიდან გავრცელებულ მიმართვაში და მადლობას უხდის არახამიას მისი პოლიტიკური პატიმრობის შესახებ გაკეთებული შეფასებითვის:
"დიახ, ყველა ქართველს, მით უფრო, აფხაზეთიდან დევნილს, არათუ უფლება, ვალდებულება აქვს საქართველოს გადარჩენისთვის ყველაფერი გააკეთოს. ამ გზაზე თითოეულმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, მიმართოს ყველა შესაძლო თუ თითქოს შეუძლებელ ფორმას საკუთარი პატრიოტული მიზნების განსახორციელებლად.
მივესალმები დავით არახამიას და წარმატებებს ვუსურვებ ორივე სამშობლოს გადარჩენის საქმეში. აქვე, მადლობას ვუხდი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის თაობაზე გაკეთებული შეფასებისთვის. ჩემთვის, როგორც აფხაზეთიდან დევნილისთვის, მეორე დევნილის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ნიკა, #212", - წერს ნიკა გვარამია.
0
0