30/03/2022
16:57
სამართალი
ამასთან, საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ ნუნუ აბულაძეს 2 000-ლარიანი გირაო, ხოლო დანარჩენ რვა პირს 6 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
სხდომაზე დაცვის მხარემ გელა აბულაძის მიმართ დააყენა შუამდგომლობა, თავდებობით გათავისუფლებულიყო. მას თავდებში პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები უდგებოდნენ.
წინასასამართლო სხდომა 23 მაისს 11:00 საათზე ჩაინიშნა.
საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ცხრა პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, აღნიშნული პირები თაღლითური გზით დაეუფლნენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, ჯამში 406 250 ლარის ღირებულების, 100 083 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ცხრა ნაკვეთს და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.
0
0