
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, მისი კუთვნილი ავთომობილის დაწვასთან დაკავშირებით ამ დრომდე, მას არც ერთი მაღალჩინოსანი მმართველი პარტიიდან არ შეხმიანებია.
ხარჩილავას თქმით, უკვე მიმართა სამხარაულის ექსპერტიზას და დღეს, გამოძიებისთვის თვალყურის მიდევნების თხოვნით, აპირებს ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს მიმართოს.
"დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება მიზანშეწონილად ჩავთვალეთ. ხანძრის მსგავსი მასალების გამოკვლევა ერთ-ერთი რთული სფეროა, ამასთან, ხელისუფლების რეაგირება, როდესაც არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ან კოლეგა ან გუბერნია არ ეხმაურება ამ ფაქტს, სულ თავისით, რომ დამწვარიყო ეს მანქანა, რასაც გამოვრიცხავ, შეხმიანებას წინ რა ედგა, ან ადამიანურ სოლიდარობას და კოლეგიალობას. საფრთხის წინ იდგა მთელი უბანი, რადგან ბენზინის ავზი სავსე იყო და საფრთხე ემუქრებოდა მოსახლეობასაც. შეფასებაზე არ მაქვს საუბარი, შეიძლება გამოძიებამდე შეფასებისგან თავი შეიკავოს ადამიანმა, მაგრამ როცა ვხედავ სრულ სიჩუმეს, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნაწილი გამოძიებაშიც გადაინაცვლებს და ამიტომ ჩავთვალე, რომ საჭიროა დამატებითი ექსპერტიზა.
გუშინ ჩვენ სამხარაულის ექსპერტიზას უკვე მივმართეთ და დღეს გამოძიებისთვის თვალყურის მიდევნების თხოვნით ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს მივმართავთ. თანამდებობა ყველა წარმავლია, ყველა უნდა ფიქრობდეს, რომ ხელისუფლებები იცვლებიან და ადამიანური ურთიერთობისთვის სივრცეები უნდა დავტოვოთ. ადამიანურ მოკითხვაში და სოლიდარობაში პოლიტიკური კონიუნქტურა არ უნდა მუშაობდეს",- განაცხადა გია ხარჩილავამ ინტერპრესნიუსთან.
შეგახსენებთ,რომ წალენჯიხის მერის,გია ხარჩილავას მანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026