
კამათი და დაპირისპირება პირდაპირ ეთერში - ტვ “პირველის” გადაცემაში “რეაქცია”, ერთმანეთს “ლელოს” წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი და პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი დაუპირისპირდნენ.
კამათი პრემიერისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას მოჰყვა.
“ლელო” მიიჩნევს, რომ პრემიერის იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში უნდა დაიწყოს და ოპოზიცია ამ საკითხში ერთიანი უნდა იყოს. გახარიას გუნდის წევრი ლილუაშვილი კი აცხადებს, რომ იმპიჩმენტის პროცესის ბოლომდე მისაყვანად ოპოზიციას საკმარისი ხმები არ აქვს.
“თქვენ და თქვენი პარტია იღებთ იმის პასუხისმგებლობას, რომ იმპიჩმენტის საკითხს ”ლელო" ბოლომდე გაიყვანს, თუ “ლელო” აპირებს მოისყიდოს “ოცნების” დეპუტატები?" – მიმართა ლილუაშვილმა სამადაშვილს.
"განხეთქილება არ დამიწყია. თქვენ დააყენებთ ერთ სიბრტყეზე პრეზიდენტის ევროკავშირში მოგზაურობის გამო დაწყებული იმპიჩმენტი და ღარიბაშვილის კორუფციის საკითხთან დაკავშირებულ იმპიჩმენტი“ – განუცხადა სამადაშვილმა ლილუაშვილს.
0
0