17/11/2021
14:02
საზოგადოება
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკი პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური აღდგენის პროცესს.
„საქართველოში ბოლოს ზაფხულში ვიმყოფებოდი და მოხარული ვარ, რომ დღესაც მქონდა საშუალება მინისტრთან ერთად მიმოგვეხილა ჩვენი თანამშრომლობა. საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ. ვაკვირდებით და დიდად ვაფასებთ 2021 წელს საქართველოში დაფიქსირებულ ძალიან ძლიერ ეკონომიკურ აღდგენას, რომელიც ნამდვილად რთულ 2020 წელს მოჰყვა. განვიხილეთ სამომავლო გამოწვევები, რომლებიც არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობითა და ინფიცირების ახალი შემთხვევებით არის განპირობებული. ვისაუბრეთ მთავრობის რეაგირებაზე, ვაქცინაციის მაჩვენებლის მატებაზე, ასევე, მოსახლეობის დაცვის მიზნით ჩატარებული იმუნიზაციის სხვა მასტიმულირებელ ფაქტორებსა და მექანიზმებზე. შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკურ საკითხებზე. მთელი მსოფლიოს წინაშე დგას ის გამოწვევები, რაც მზარდ ინფლაციას და მისგან მომდინარე ეფექტს გულისხმობს ეკონომიკასა და მოსახლეობაზე. საუბარი შეეხო, ასევე, სამომავლო რეფორმების პროგრამას, რომლის მხარდაჭერასაც მოუთმენლად ელის მსოფლიო ბანკი“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ანა ბიერდემ.
მან დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, გააგრძელოს ქვეყნის მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024
წითელ ზღვაში ტურისტებით სავსე იახტა ჩაიძირა
26/11/2024