-share.jpg)
ჩვენ ვხედავთ მთლიანად მართულ ტერორის კამპანიას, რომელშიც ჩართული არიან პარტიული, ასევე „ენჯეო“ აქტივისტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ამაში ჩართული არიან იმ „ენჯეოების“ წარმომადგენლები, რომლებიც ფინანსდებიან ევროპული და ამერიკული ფონდებისგან.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ დღემდე ვერც ევროკავშირის, ვერც მისი წევრი ქვეყნების ელჩებისა თუ ევროპული ორგანიზაციებისგან ვერ მოვისმინეთ გამიჯვნა ასეთი ორგანიზაციებისგან, რომლებიც პირდაპირ ტერორის კამპანიაში არიან ჩართული პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ.
„ყველას შევახსენებ, რომ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს და მათ მიმართ მუქარას ახორციელებდნენ, მედია „ჯემნიუსის“ ჟურნალისტი 84 ტყვიით გვემუქრებოდა პარლამენტის წევრებს, კეფაში და ერთსაც და მეორესაც აფინანსებს ევროკავშირი. დღემდე არ გამიჯვნია არავინ ევროკავშირიდან ამ ტერორის კამპანიას. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასე ზედაპირული მიდგომა აქვთ ევროკავშირის იმ ფულის მიმართ, რომელიც საქართველოში იხარჯება და ვხედავთ, რომ რიგ შემთხვევაში ხმარდება რადიკალიზმს, ასეთ ჯგუფებს, რომლებიც მუქარას და ძალადობას იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0