24/02/2023
13:09
პოლიტიკა
“პარლამენტმა მოწვევის მიუხედავად, საჭიროდ არ მიიჩნია ოფიციალური დელეგაციის უკრაინაში გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ დღეს კიევში წარმოდგენილი”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, ქვეყანამ უფრო მტკიცედ უნდა დაიცვას საკუთარი პრინციპები.
“მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე, სამწუხაროდ მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ, პარლამენტმა მოწვევის მიუხედავად საჭიროდ არ მიიჩნია ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ დღეს კიევში წარმოდგენილი, თუმცა მაინც მიხარია რომ ისინი იქ იმყოფებიან. ყველასათვის გასაგებია, რომ საქართველოს არ გააჩნია დახმარების ისეთი საშუალებები, რომლებიც სხვა ძლიერ ევროპულ ქვეყნებს. რომლებსაც, ევროკავშირის საზღვრები და ნატოს წევრობა უსაზღვროების გარანტიებს ანიჭებს. თუ ჩვენი სოლიდარობა, ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, მით უფრო მტკიცეთ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
0
0