ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს მწვერვალებიდან ბარამდე, ჩვენ დღეს ერთად ვგლოვობთ და ერთად ვლოცულობთ ჩვენი საერთო სახლის მშვიდობისთვის - პანკისის ხეობის მოსახლეობის სამძიმარი
A-
+A

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუსულმანები ვართ, ჩვენ პირველ რიგში ამ ქვეყნის შვილები ვართ, მიწის, რომელმაც გამოგვზარდა და ტრადიციების, რომლებმაც ერთმანეთის გატანა გვასწავლა”,- პანკისის მოსახლეობა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების სამძიმარს ავრცელებს.
“-დღეს მთელი საქართველო დიდ ტკივილს ატარებს, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ეს დანაკლისი არ არის მხოლოდ ერთი აღმსარებლობის ადამიანების ტკივილი, ეს ჩვენი საერთო სამშობლოს დიდი დანაკლისია, რომელიც თითოეული ჩვენგანის გულზე გადის.
ჩვენ, პანკისის ხეობის მოსახლეობამ, ამ მძიმე წუთებში გვსურს გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი პატივისცემა და თანაგრძნობა. ჩვენი რელიგია და კავკასიური ადათი გვავალდებულებს მეზობლის პატივისცემას, მოყვასის სიყვარულს და სხვისი ტკივილის ისე გაზიარებას, თითქოს ის ჩვენი საკუთარი იყოს.
საუკუნეების მანძილზე ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს უმთავრესი ანდერძი: ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთის გვერდით დგომა. სწორედ ეს ერთობაა ის ფუნდამენტი, რაზეც ჩვენი სახელმწიფო დგას. ჩვენ ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, რომელსაც საქართველო ჰქვია და ამ ოჯახში თითოეული წევრის დანაკლისი საერთოა. პატრიარქის ღვაწლი სწორედ ამ ერთობის, მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის შენარჩუნებაში იყო ფასდაუდებელი. მან შეძლო ყოფილიყო მამამთავარი, რომლის სიტყვასაც პატივს სცემდა ყველა, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. მისი მოწოდება მშვიდობისა და სიყვარულისკენ ყოველთვის პოულობდა გამოძახილს ჩვენს ხეობაშიც.
ამ მძიმე ჟამს, ჩვენ მყარად ვუდგავართ გვერდში ჩვენს ქრისტიან დებსა და ძმებს. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი ერთსულოვნება, როცა სხვის მწუხარებას საკუთრად აღვიქვამთ, არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და ნათელი მომავლის ერთადერთი საწინდარი. ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს. მწვერვალებიდან ბარამდე, ჩვენ დღეს ერთად ვგლოვობთ და ერთად ვლოცულობთ ჩვენი საერთო სახლის მშვიდობისთვის,”- ნათქვამია ხეობის მაცხოვრებელთა სახელით გავრცელებულ განცხადებაში."- ნათქვამია პანკისის მოსახლეობის სამძიმრის წერილში.
0
0
78
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%