შევხვდებით მეორე ტურში! მადლობა კოლეგებო! - ირაკლი ყანდაშვილი
14/12/2025
21:22
A-
+A

"ვულოცავ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს და შევხვდებით მეორე ტურში!
მადლობა კოლეგებო!"- წერს ადვოკატთა ასაოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ყანდაშვილი.
"ძვირფასო ადვოკატებო,
დიდი მადლობა გამოცხადებული დიდი ნდობისთვის!
მადლობა იმ 1283 კოლეგა ადვოკატს ვინც ხმა მომცა!
ამ არჩევნებში კოლეგების მხრიდან გამოცხადებული ესეთი დიდი ნდობა დიდი პასუხისმგებლობაა!
მადლობა დიდი ნდობისთვის!
უპირველესად ვულოცავ ყველა კანდიდატს მიღწეულ შედეგს, ეს დიდი საერთო ოჯახია და ყველა თანასწრორი ვართ, თუმცა რა თქმა უნდა ვულოცავ ჩემს გუნდს აბსოლიტურ გამარჯვებას, აღმასრულებელ საბჭოში 11 ადგილიდან 8; ეთიკაში 15 ადგილიდან 12 ხოლო სარევიზიო კომოსიაში 5 ადგილიდან 4!
ეს დიდი გამარჯვებაა!
წინ თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ტურია, ვულოცავ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს და შევხვდებით მეორე ტურში!
მადლობა კოლეგებო!"- წერს ყანდაშვილი.
ადვოკატთა ასოციაციაში დღეს არჩვენები ჩატარდა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. კენჭისყრის შედეგად ახალი თავმჯდომარე დღეს ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.
ხმის მიცემის პროცესი 19:00 საათზე დაიხურა.
კანონმდებლობის შესაბამისად, არაუგვიანეს 14 დღის ვადაში მეორე ტური უნდა გაიმართოს.
2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი 6 კანდიდატი იყო - ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრანი ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მანუჩარ ჭუმბურიძე.
ამასთან, დღევანდელ კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებიც.
0
0
117
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%