
გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.
„გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. მოუთმენლად ველოდებით ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, ევროკავშირის წევრობის გზაზე, ჩვენ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
Heartfelt congratulations to @donaldtusk on being elected as Prime Minister of🇵🇱.Looking forward to a fruitful coop to further strengthen special p’ship between our countries.We count on🇵🇱’s steadfast support towards🇬🇪’s foreign policy priorities to advance on 🇪🇺membership path.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) December 12, 2023
0
0