08/06/2023
18:57
პოლიტიკა
„ვთხოვ მერაბიშვილს და კეზერაშვილს, ცოტა მიეცით ამ ბიჭს [ლევან ხაბეიშვილს] საშუალება, რომ თავი გამოიჩინოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ირაკლი ზარქუას თქმით, „ნაცმოძრაობა“ დამთავრებულია.
„ვთხოვ მერაბიშვილს და კეზერაშვილს, ცოტა მიეცით ამ ბიჭს საშუალება, რომ თავი გამოიჩინოს. ასე არ გამოვა, ის ლუზერი გადააყენებინეთ, მელიაზე მაქვს საუბარი და ამ ბიჭს მიეცით საშუალება, ერთი არჩევანი მაინც ანდვეთ. ახლა სერიოზულად რომ ვისაუბროთ, ხაბეიშვილი რომ იქნება თავმჯდომარე, იმ პარტიას რისი ამბიცია უნდა ჰქონდეს, იქ თემა დამთავრებულია.
მგონია, რომ ხაბეიშვილი დროებითი, გარდამავალი პერიოდის თავმჯდომარე იყო და მაქვს ჩემი პროგნოზი, ვინ ჩაუდგება სათავეში „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრებულია“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
0
0