
"ნაციონალური მოძრაობისა" და "სტატეგია აღამაშენებელის" მიერ ერთობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას თავად ამ პარტიების წარმომადგენლების აფასებენ.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე აცხადებს, რომ გამარჯვების ფორმულა სწორედ ერთობაშია. როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, გიორგი ვაშაძეს აქვს ხედვები, რომელიც ემთხვევა მათ ხედვებს.
"ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ფრონტი, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ სწორედ ერთიანობაშია გამარჯვების ფორმულა. იმაზე, თუ ვინ იქნება ლიდერი ამ გაერთიანების, ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცაღა ყველას ლიდერული თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია. უკეთესი საქართველოს შენების ბევრი პროექტი აქვს გიორგის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან მალე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენ ერთობლივი ძალებით განვახორციელოთ ეს გეგმები," - ამბობს თინა ბოკუჩავა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობს.
"ჩვენ არანაირ თანამდებობას არ ვინაწილებთ, ვინაწილებთ პასუხისმგებლობებს. ვინ იქნება პრემიერ მინისტრი, მთავრობა, ამას გადავწყვეტთ ხალხთან კონსულტაციით, ასევე, მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციით. ძალიან აქტიური და ენერგიული ლიდერები არიან ნაციონალურ მოძრაობაში, სტრატეგია აღმაშენებელში. სიაში იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში გამოიჩენს თავს. კონსულტაციები დიდი ხანია გვქონდა ყველასთან, ჩვენი პარტნიორები არიან, მეგობრები არიან. საარჩევნო სუბიექტად გარდაისახება თუ არა ეს ამბები, თვითონ უნდა გადაწყვიტონ," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
0
0