
ვთქვათ, გადავაყენეთ ღარიბაშვილი და მოვიდა კობახიძე, რა შეიცვალა? - ივანიშვილს ჭანჭიკები არ გამოელევა, - ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან "ლელოს" ინიციატივას პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების თაობაზე.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მოლოდინები არ აქვს, პრემიერის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, პრემიერის იმპიჩმენტის წინააღმდეგ არ წავალთ, მაგრამ ვფიქრობ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არათუ იმპიჩმენტის, ხელმოწერის შეგროვების საკითხიც. ნორმალური მთავრობა რომ გვყავდეს, როცა პრემიერი დანაშაულს სჩადის, სისხლისსამართლებრივი დევნა, გადაყენება სერიოზული პროცესია და პოლიტიკურ რყევებს იწვევს, მაგრამ ახლა ივანიშვილის ერთი ჭანჭიკი ჩანაცვლდება მეორით და მივდიოთ ამას, ივანიშვილს ჭანჭიკები არ გამოელევა და დროს რაზე ვხარჯავთ, უბრალოდ არ მესმის. ვთქვათ გადავაყენეთ ღარიბაშვილი და მოვიდა კობახიძე, რა შეიცვალა? არ მესმის. გენპროკურორი, რომელიც თვითონ კორუმპირებულია და მილიონის ღირებულების სახლს იშენებს, რას გამოიძიებს ღარიბაშვილის კორუფციის ფაქტებს? ან რაჟდენ კუპრაშვილი რომ არის, ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად რომ აკურთხა ღარიბაშვილმა, რას გამოიძიებს? რომ ვუყურებ მეცოდება, გამოიძიებს და მოხსნის მეორე დღეს. არ ურჩევნია, იქნება თბილად და ხელფასს მაინც აიღებს და პრემიას მისცემენ,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მაჯგალაძის თქმით, "ქართული ოცნება" რუსულ საქმეს აკეთებს და პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ევროპული კურსის მხარდაჭერას გამოხატავს, სპეცოპერაციას აწყობს.
"ნათელი ტესტია - უსმენენ ლოთ მედვედევს, მაგრამ არ უსმენენ ევროპის უმაღლეს წარმომადგენელს (ჯოზეფ ბორელს),"- განაცხადა მანჯგალაძემ.
0
0