ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება, – ამის შესახებ ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე სამართლიანი გადაწყვეტილება, დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური, ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანია შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება“, – წერს გიორგი აბდალაძე.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, თუმცა შესაბამისი დოკუმენტისთვის ჯერჯერობით ხელი არ მოუწერია.
გრიგორიადისს დღეს დილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შავაძემ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ცნობისთვის, გიორგი აბდალაძე ერთ-ერთია იმ ფოტორეპორტიორებიდან, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს იყო დაკავებული. მათ ე.წ. სამშობლოს ღალატში ედებოდათ ბრალი. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მას ს ბრალი მოეხსნა.
0
0