
პრინცმა ჰარიმ ITV-ს ჟურნალისტს, ტომ ბრედბის განუცხადა, რომ თავის წიგნში აღიარა წარსულში ნარკოტიკების [კოკაინის, კანაფის და ჯადოსნური სოკოების] მოხმარების ფაქტები.
პრინცმა ჰარიმ აღნიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში, ის ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებული დედის, პრინცესა დაიანას გარდაცვალების [1997 წელს პრინცესა დაიანას ტრაგიკული საბედისწერო ავტოკატასტროფის] შემდეგ, გახდა.
”ჩვენთვის, როგორც ბავშვებისთვის, აშკარა იყო ბრიტანული პრესის როლი დედის უბედურებაში. ძალიან დიდ სიბრაზეს ვმალავდი ჩემში... არ გამოვხატავადი. მაგრამ მე ალკოჰოლზე დამოკიდებული გავხდი, რადგანაც ამ სიბრაზის განეიტრალება, ყურადღების გადატანა მსურდა… და ამიტომ მივეჩვიე ნარკოტიკებსაც, მათ შორის, ჰალუცინოგენურ სოკოებს, რომლებსაც ფსიქოდელიური ზემოქმედების უნარი გააჩნიათ.
არასდროს ვურჩევდი ადამიანებს ამის გაკეთებას, თუმცა, როდესაც უდიდეს დანაკარგს, მწუხარებასა და ტრავმას განვიცდიდი, მაშინ ეს ნარკოტიკები წამლად მოქმედებდნენ ჩემზე. ვტიროდი ხოლმე, რადგან მჭირდებოდა და მენატრებოდა დედა, რომელსაც ჩემი ბედნიერება სურდა,“ - თქვა სასექსის ჰერცოგმა.
0
0