
ვთანხმდებით ყველა, რომ ეს იყო მყინვარული ტბის უცაბედი გარღვევა, რომელიც ღვარცოფად ჩამოყალიბდა, ამის შესახებ სეისმოლოგმა, თეა გოდოლაძემ "ფორმულას" ეთერში, შოვში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
"ვთანხმდებით ყველა რომ ეს იყო მყინვარული ტბის უცაბედი გარღვევა, რომელიც შემდგომ ღვარცოფად ჩამოყალიბდა. ყველა მასალა ამას ადასტურებს. მოწყვეტა იყო კლდის მასის, მოწყვეტა იყო ზუსტად მყინვარის გამო. სეისმურ ჩანაწერშიც ერთი ერთზე ემთხვევა ეს პროცესები. ზუსტად გამოვყავით დროები, როდესაც ხდება კლდეზვავი, იწყება 14: 57 საათზე. ინტრაგლაციალური, ანუ დამალული ტბა არის ეს, ყინულზე რომ შეხედავ კი არ ჩანს, ხდება ამ ინტრაგლაციალური ტბის წონასწორობიდან გამოყვანა, იმიტომ რომ დაახლოებით 20 - 25 წამში ჩამოდის, სეისმური მასალა ყველაფერ ამას ამტკიცებს, ჩამოდის და შემდეგ უკვე იწყება დიდი მასიური ტალღების წარმოშობა ტბის გადმოღვრიდან გამომდინარე. კლდეზვავის 70%-ი ისევ იქ არის გაჩერებული. რეალურად წყალია წამოსული, ჩამორეცხა კლდე, შემდეგ უკვე ჩამოვიდა მდინარის ხეობაში" - განაცხადა თეა გოდოლაძემ.
0
0