
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის "დასავლელ მეზობლებთან" თანაცხოვრება დამოკიდებული იქნება მათ ქცევაზე, დაშვებული შეცდომების აღიარებისა და გამოსწორების სურვილზე.
"ვფიქრობ, მთავარი გაკვეთილი ასეთია: ქვეყნის არსებობის ძირითად საკითხებში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავეყრდნოთ, ასევე იმ სანდო მეგობრებს, რომლებიც ჩვენთან ერთად დარჩნენ განსაცდელების ჟამს. რაც შეეხება დასავლელ მეზობლებთან თანაცხოვრებას, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მათ ქცევაზე, დაშვებული შეცდომების აღიარებისა და გამოსწორების სურვილზე, ასევე გათვალისწინებული იქნება მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების მანიაკალურ სურვილზე უარის თქმა“, - განაცხადა ლავროვმა.
მანვე აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო სპეცოპერაცია ერთგვარ „სიმართლის მომენტად“ იქცა.
"დონბასისა და ნოვოროსიის ხალხის დაცვის მიზნით, სამხედრო სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, "კოლექტიურმა დასავლეთმა" თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა. ,,ყბადაღებული’’ კანონის უზენაესობა და წესიერების ელემენტარული წესები გაუქმდა. ე.წ. ევროპული ღირებულებები - საკუთრების ხელშეუხებლობა, უდანაშაულობის პრეზუმფცია, სიტყვის და გადაადგილების თავისუფლება, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და სხვა - კვამლივით გაიფანტა. ისინი, ვინც ყველას ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ, თავიანთ თავებს დემოკრატებად და ადამიანის უფლებათა დამცველებად აცხადებდნენ, კიევში ნეონაცისტურ რეჟიმს თვალის დაუხამხამებლად მხარს უჭერდნენ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ დასავლეთის ულტრალიბერალურ მმართველ ელიტას ჰეგემონური ინსტინქტები ამოძრავებს.
„ევროკავშირისა და ბრიტანეთის ამჟამინდელი ქვეყნებიდან ყოფილი მეტროპოლიების მტაცებლური, კოლონიალური ჩვევები, მათი თანდაყოლილი მანკიერებები არსად გამქრალა: ქედმაღლობა, მოტყუებისკენ მიდრეკილება, ბიზნესის წარმართვაში არაკეთილსინდისიერების გამოვლინება. დე ფაქტო, ახალი გლობალური "წყალგამყოფი" ჩამოყალიბდა: ერთ მხარეს არის დასავლური უმცირესობა, ხოლო მეორე მხარეს - მსოფლიო უმრავლესობა. ეს ყველა ის ქვეყნებია, ისევე როგორც თავად დასავლელი კეთილი ნების მქონე ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ინტერესთა ბალანსზე დაფუძნებულ მრავალპოლარული სამყაროს შექმნას", - აღნიშნა ლავროვმა.
0
0