18/12/2024
11:55
საზოგადოება
გასულ კვირას, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს 200-მდე მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებული იყო საახალწლო სოფელში უარი თქვა მონაწილეობაზე - ეს არის ტყუილი! არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 800-ზე მეტ კომპანიას ჰქონდა განცხადება გაკეთებული, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ საშობაო სოფელში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა ყველას დაკმაყოფილება ვერ მოახერხეს.
„რაც შეეხება საშობაო ბაზარს, რომელიც მოეწყობა ღონისძიების ფარგლებში და ტკბილეულის ფესტივალს. გასულ კვირას, სხვადასხვა ვებგვერდზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს 200-მდე მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებული იყო რათა მონაწილეობა მიეღო საახალწლო სოფელში, უარი თქვა. ეს არის ტყუილი! არ შეესაბამება სიმართლეს.
მოთხოვნა, ზოგადად, 800-ზე მეტ კომპანიას ჰქონდა გაკეთებული, ვისაც სურვილი ჰქონდა საშობაო სოფელში მიეღო მონაწილეობა. ცხადია, ყველას დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ, ბოდიში იმ კომპანიასა თუ ადამიანებს, ვინც ვერ ხვდება საშობაო სოფელში. რაც შეეხება იმ 200 კომპანიას, დაგვაინტერესა სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა ეს ყველაფერი. როდესაც დავიწყეთ გადამოწმება, აღმოჩნდა რომ მხოლოდ 9 კომპანიას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული საშობაო სოფელთან დაკავშირებით, იმ კომპანიებიდან რომელზეც საუბარი იყო. 200 კომპანიიდან მხოლოდ 9 კომპანიას ჰქონდა განაცხადი საშობაო სოფელში მონაწილეობაზე და ამ 9 კომპანიამ განაცხადა უარი. არანაირი პრობლემა არ არსებობს. 800-ზე მეტი მოთხოვნა იყო და ყველას ვერ ვაკმაყოფილებთ. ყველაფერს გავაკეთებთ რომ სასიამოვნო გარემო იყოს“, - აღნიშნა კალაძემ.
0
0