
ვრცელდება თანამგზავრიდან გადაღებული ახალი ფოტოები, სადაც ჩანს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან ახლოს, ბელგოროდის ოლქში, ჯარების მობილიზაციას ახდენს.
"მტერი განაგრძობს სარაკეტო იერიშებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ხარკივისა და ზაპოროჟიის ოლქებში. აქტიურად ატარებს საჰაერო დაზვერვას. ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინაში ე.წ. მოხალისეების გაგზავნას. ისინი გაგზავნეს უკრაინაში 58-ე არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის გასაძლიერებლად. გრძელდება ქალაქ ხარკივის ნაწილობრივი ბლოკადა და საარტილერიო დაბომბვა. დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით მტერმა განაგრძო საჰაერო დარტყმები მარიუპოლზე. ის იწყებს შეტევას აზოვსტალის მეტალურგიულ კომპლექსთან და საზღვაო პორტთან,"-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.
0
0
ნიკოლა სარკოზიმ ციხე დატოვა
10/11/2025