
“ერთი შვილი მოუკვდა, მეორე თურქეთში წაიყვანა, რომ სიკვდილს გამოგლიჯოს კლანჭებიდან.... დედა კი გათიშული ჰყავთ ბათუმში, გლოვის ზარია დღეს”, ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე წერს და ფოტოს აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციის, 3 წლის დანიელის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოცმამამ მიიღო გადაწყვეტილება, 3 წლის ბიჭუნა თურქეთში გადაეყვანა.
"ხალხო, მამა ქედელი ბერიძეა დედა კი უკრაინელია… ყველას მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ - რა უნდოდათ ბატუტზე და ა.ს.შ. დედაც და მამაც ახლდა ბავშვებს, წაიყვანეს ბულვარში სასეირნოდ ერთობლივად და ეს ტრაგედია დატრიალდა", - წერს შოთო სიხარულიძე.
როგორც ცნობილია, ბათუმში ტრაგედია12 მარტს, ბულვარში მოხდა, სადაც 10 წლამდე ბავშვი სასიკვდილოდ დაშავდა – მოზარდი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი, 3 წლის ბიჭუნა კი თურქეთში გააგრძელებს მკურნალობას.
“ქართულ-უკრაინული ოჯახია, ბავშვებს მამა ქართველი ჰყავთ, დედა კი – უკრაინელი. უკვე წლებია ბათუმში ცხოვრობენ, საქართველოს მოქალაქეები არიან. სამწუხაროა, რომ ასეთი საშინელება მოხდა", აცხადებს ოჯახის ახლობელი.
მომხდარის გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ამავე საფუძვლით, 64 წლის ე.ა. დააკავეს. მისდამი წარდგენილი ბრალდებით, დაკავებული პასუხისმგებელი იყო აღნიშნული ბატუტის უსაფრთხოებასა და წესების დაცვაზე.
0
0