
ვორონეჟის ცენტრში საცხოვრებელ კორპუსზე დრონის დაცემის მომენტი ვიდეოზე დაფიქსირდა. კადრები ადგილობრივ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.
მასზე ნაჩვენებია, თუ როგორ დაფრინავს ამოუცნობი მფრინავი აპარატი ქალაქზე მდინარე ვორონეჟის პარალელურად. რაღაც მომენტში დრონი იწყებს სიმაღლის მკვეთრად კარგვას და ეჯახება საცხოვრებელ კორპუსს.
“უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად, სამმა ადამიანმა მიიღო მსუბუქი დაზიანება, მაგრამ უარი თქვეს ჰოსპიტალიზაციაზე, დაღუპულები არ არიან” - განაცხადა ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა.
ძირითადი დაზიანება შენობის მეორე და მესამე სართულზე მოხდა. დაზიანდა რამდენიმე ბინა და საოფისე ცენტრი. რეგიონის ხელმძღვანელის თქმით, მიიღებენ გადაწყვეტილებას, საჭიროა თუ არა მოსახლეობის ერთი სადარბაზოდან ევაკუაცია, თუ მთლიანად კორპუსის დაცლა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026