
„აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში უკრაინელი კოლეგის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამატებით 1,8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას დააანონსებს. სავარაუდოდ, დახმარების ახალი პაკეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდება - ის Patriot-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემებსაც მოიცავს,“ - განუცხადა CNN-ს აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ახალი დაფინანსება იმ 20 მილიარდ აშშ დოლარს დაემატება, რომელიც აშშ-მა უკრაინას ომის დაწყების შემდეგ, უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით გამოუყო. ახალი პაკეტი მაშინ ამოქმედდება, როცა ამერიკელი კანონმდებლები მთავრობის ფართო ხარჯების მოცულობის განხილვას დაიწყებენ (დამატებით 45 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულების გადაუდებელ დახმარებას უკრაინისთვის).
Patriot-ის სარაკეტო სისტემა ყველაზე ეფექტური შორი დისტანციური თავდაცვითი იარაღის სისტემა იქნება, რომელსაც უკრაინა მიიღებს. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ეს ასევე ხელს შეუწყობს ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვას აღმოსავლეთ ევროპაში.
მანამდე, აშშ-მა Patriot-ის ე.წ. ბატარეები (რადარის კომპლექტი) ნატოს მოკავშირეებსაც (მათ შორის, პოლონეთს, თავდაცვის გაძლიერების მიზნით) გაუგზავნა.
0
0