
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკიდან დაბრუნების შემდეგ კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა.
„რვა წელი და უკვე 286 დღე უკრაინის შეიარაღებული ძალები იცავენ ჩვენს მშვენიერ სახელმწიფოს ოკუპანტისგან, რუსეთის აგრესიისგან. ათასობით უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა, რომ დადგეს დღე, როდესაც ჩვენს მიწაზე არ იქნება არც ერთი ოკუპანტი, როდესაც ჩვენი ყველა მოქალაქე კვლავ იქნება თავისუფალი. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველას ხსოვნას, ვინც დაიღუპა ბრძოლის ველზე ჩვენი სახელმწიფოსთვის, უკრაინისთვის, ვისი სიცოცხლეც გახდა უკრაინის სიმამაცის გმირული ისტორიის ნაწილი. ჩემთვის პატივია, მთელი დღე ჩვენს დამცველებთან გავატარო. დილით ვიმყოფებოდი დონეცკის ოლქში, მადლობა გადავუხადე მებრძოლებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ყველაზე საშიშ და საპასუხისმგებლო მიმართულებებზე იცავენ. ვიმყოფებოდი ხარკოვის ოლქში, მადლობა გადავუხადე ექიმებს, რომლებიც უდრეკი მებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მოგვიანებით, ზელენსკიმ მარიინსკის სასახლეში უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა.
0
0