-share.jpg)
„ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ვაგოროვსკი (ჯილდოვდება სიკვდილის შემდეგ) - ის იცავდა ჩვენს ავიაციას სარაკეტო თავდასხმისას, სხვებს მისცა შესაძლებლობა, გაფრენილიყვნენ;
მაიორი დმიტრო კოლომიცი (ჯილდოვდება სიკვდილის შემდეგ) - მან გადაარჩინა საკუთარი ძმები და თავად მტრის თვითმფრინავიდან სროლას შეეწირა;
ვიცე-პოლკოვნიკი გენადი მატულიაკი (ჯილდოვდება სიკვდილის შემდეგ) - დაღუპვამდე, მან მტრის შეიარაღება გაანადგურა;
ლეიტენანტი ვიტალი მოვჩენი (ჯილდოვდება სიკვდილის შემდეგ) - გაანადგურა მტრის ორი საფრენი აპარატი;
პოლკოვნიკი ალექსანდრ ოქსანჩენკო (ჯილდოვდება სიკვდილის შემდეგ) - დაიღუპა მტრის მძიმე ტექნიკის განადგურებისას;
უფროსი ლეიტენანტი ვიაჩისლავ რადიონოვი (ჯილდოვდება სიკვდილის შემდეგ) - მისი სიმამაცის წყალობით, შემადგენლობის თვითმფრინავებმა შეძლეს ვასილკივის საჰაერო სივრცეზე კონტროლი და იხსნეს ქალაქი სარაკეტო თავდასხმისგან;
უფროსი ლეიტენანტი ანდრეი ვერუსი - ქალაქ კროპივნიცკიში მან მტრის IL-76 ჩამოაგდო, რითაც ხელი შეუშალა რუს სამხედროებს ქალაქში ბაზირებაში;
ბრიგადის გენერალი დმიტრი კრასილნიკოვი - ჯგუფ „ჩრდილოეთის“ ხელმძღვანელი,რომელიც ორი დღის განმავლობაში შეუჩერებლად იბრძოდა, გადაარჩინა ადამიანები და აღჭურვილობა და მტერს არ მისცა ხარკოვში შესვლის საშუალება;
ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეი კრულოვი - გაანადგურა 2 რუსული ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი;
პოლკოვნიკი ალექსანდ მოსტოვი - ვასილკივიში გაანადგურა რუსული IL-76, ასევე 2 ვერტმფრენი MI-24, საიდანაც მტერს დესანტი უნდა ჩამოესხა;
გენერალ-ლეიტენანტი იური სოდოლი - ვოლნოვახაში მიმდინარე ბრძოლის დროს, ჩვენი მებრძოლები ალყისგან იხსნა და დააორგანიზა კონტრშეტევა, შეძლო ადამიანების თავდასხმის ადგილიდან გაყვანა;
სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი ედუარდ ხოროშუნი - პირადად მოაწყო სამედიცინო პუნქტი და უზრუნველყო დაჭრილების ევაკუაცია“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა
04/03/2025
მასკი ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდებს
04/03/2025