
„დღევანდელი დღე საშინლად დაიწყო. რუსული რაკეტები და საჰაერო ბომბები კვლავ მოხვდა ჩვენს ტერიტორიაზე. მხოლოდ ლვოვში მათ 30 რაკეტა ჩამოაგდეს. საერთაშორისო სამშვიდობოების ცენტრის აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 134-მა კი დაზიანებები მიიღო. ამ პოლიგონზე არ მიმდინარეობდა პროცესები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციისთვის რაიმე საფრთხის შექმნა შეეძლო. იქიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში - ნატოს საზღვრებია.
შარშან ნატო-ს ლიდერები მკაცრად გავაფრთხილე, რომ თუ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ ზომებსა და სანქციებს არ მიიღებდნენ, ის ომის გზას აირჩევდა. მართლები აღმოვჩნდით. დიდხანს ვსაუბრობდი „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ პროექტზეც, რომ ეს იყო იარაღი, რომელიც ევროპას დიდ დარტყმას მიაყენებდა. აქაც მართლები აღმოვჩნდით! ახლა ისევ გაგიმეორებთ - თუ ჩვენს ცას არ ჩაკეტავთ, მხოლოდ დროის საკითხია, სანამ რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე, ნატო-ს ტერიტორიაზე, ნატო-ს ქვეყნების მოქალაქეების სახლებს დაეცემა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0
ხატია დეკანოიძეს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
10/03/2025