ვოლოდიმირ ზელენსკი: საქართველოში ელჩს მაშინ დავაბრუნებთ, როცა ხელისუფლებისგან რეალურ მხარდაჭერას ვიგრძნობთ
23/04/2022
22:34
პოლიტიკა
A-
+A
„საქართველოში ელჩს მაშინ დავაბრუნებთ, როგორც კი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან რეალურ მხარდაჭერას ვიგრძნობთ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საუბრები, თითქოს ისინი ქვეყნის ეკონომიკას უფრთხილდებიან, იმ ფონის გათვალისწინებით, როცა რუსებმა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია მოახდინეს, მისთვის გაუგებარია.
„მე ეს საქციელი ვერ გავიგე. მე არ ვარ მასწავლებელი და არც საქართველოს ლიდერები არიან სტუდენტები, ისინი ზრდასრული ადამიანები არიან. არ მესმის რატომ, თუ რატომ არ აწესებენ სანქციებს... მე მოვისმინე მესიჯები, რომ მათ, თითქოს უნდათ, რომ თავიანთი ეკონომიკა დაიცვან - რა ეკონომიკა? მათ უკვე დაკარგეს საქართველოს ტერიტორიის 20%“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0
354
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%