
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ზელენსკი ამერიკული ენერგოკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ზელენსკი წერს, კომპანიებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
„შევხვდი ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებს. გამოწვევა ნათელია – უკრაინას მეტი ძალა სჭირდება და ჩვენ ამის მიღწევა ერთად შეგვიძლია. ჩვენ განვიხილეთ ამ მომენტის გადაუდებელი საჭიროებები, ძალიან კონკრეტული ზომები ჩვენი ენერგეტიკული სისტემის მხარდასაჭერად, ასევე გრძელვადიანი თანამშრომლობა. არსებობს კონკრეტული პროექტები, რომლებსაც შეუძლიათ მეტი შესაძლებლობების შექმნა ჩვენი ორივე ქვეყნისთვის“, – წერს უკრაინის ლიდერი.
ამასთან ზელენსკი აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანს, კრის რაიტს შეხვდა, რა დროსაც ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის პოტენციური პროექტები განიხილა.
„აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანთან, კრის რაიტთან შეხვედრისას, დეტალურად განვიხილეთ ენერგეტიკული შესაძლებლობები და ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის პოტენციური პროექტები. ვისაუბრე რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე დარტყმებზე და დაზარალებული ობიექტების, რაც შეიძლება სწრაფად, აღდგენის აუცილებლობაზე. მადლობელი ვარ მზადყოფნისთვის, უზრუნველყოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩვენი ენერგეტიკული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის განვითარება, განსაკუთრებით კი უკრაინაში ამერიკული ბიზნესის ყოფნის გაფართოების გზით“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
0
0