
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ნემცოვის პრემიის ლაურეატი გახდა.
საომარი ვითარების გათვალისწინებით, ფონდმა გადაწყვიტა, რომ პრემიაზე ზელენსკისთან ერთად კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო და ჯგუფ Okean Elzy-ის ლიდერი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი წარედგინა. ნომინანტთა შორის, ასევე, იყო მოხალისეთა მეომარ-მედიკოსთა ქვედანაყოფის დამფუძნებელი იულია პაევსკა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი და სხვა.
ბორის ნემცოვის ფონდი თავისუფლებისთვის ყოველწლიურად დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში განსაკუთრებული გამბედაობისთვის ერთ ადამიანს აჯილდოვებს.
ჯილდო გადაეცემათ საზოგადო მოღვაწეებს, ჟურნალისტებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. გასულ წლებში ჯილდოს ლაურეატები გახდნენ პოლიტიკოსები ალექსეი ნავალნი და ლევ შლოსბერგი, სამოქალაქო აქტივისტები კონსტანტინე კოტოვი, ანასტასია შევჩენკო, ილდარ დადინი და ნადეჟდა მიტიუშკინა.
0
0