12/12/2022
09:06
მსოფლიო
ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის აღმოჩენილი უპრეცედენტო თავდაცვისა და ფინანსური დახმარებისთვის. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევას, არამედ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნებასაც.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია რუსული სარაკეტო ტერორის შედეგების შესახებ, რამაც უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 50%-ის განადგურება გამოიწვია.
უკრაინის პრეზიდენტმა შეაქო აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარება უკრაინის ენერგეტიკული სისტემის რეკონსტრუქციისთვის და ამ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.
„პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ძლიერი საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად“, - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციაში.
0
0