
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას დათანხმდება შვეიცარიაში, ავსტრიაში ან თურქეთში. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას სავსებით სამართლიანად მიაჩნია, რომ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართოს ევროპის ნეიტრალურ ქვეყნებში, რადგანაც ომი უკრაინაში და ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს.
„მე ვთქვი, რომ ჩვენ დავთანხმდებით. შვეიცარია, ავსტრია – ჩვენ ვთანხმდებით. თურქეთი? თურქეთი ჩვენთვის ნატო-ს და ევროპის ნაწილია. და ჩვენ ამის წინააღმდეგები არ ვართ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან ერთად ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მოსკოვში ორგანიზების წინააღმდეგია. მისივე თქმით, ბუდაპეშტიც იოლი არჩევანი არ არის.
„რაც შეეხება ბუდაპეშტს. მე მეჩვენება, რომ დღეს ეს არ არის ადვილი. ეს იოლი არ არის, რადგანაც არსებობს ევროპის ყველა ქვეყნის ერთობა უკრაინის მხარდაჭერაში ომის დროს. სიმართლე რომ ვთქვათ, ბუდაპეშტი ჩვენ მხარს არ გვიჭერდა. მე არ ვამბობ, რომ ორბანის პოლიტიკა უკრაინის საწინააღმდეგო იყო, მაგრამ იყო უკრაინის მხარდაჭერის საწინააღმდეგო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მედია მანამდე წერდა, რომ აშშ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ჩატარების ადგილად ბუდაპეშტს განიხილავს.
0
0