
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე დაადასტურა, რომ შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.
„მივდივარ აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, მე და ჯო ბაიდენი განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას და ასევე ვიქნები გამოსვლა კონგრესზე და რიგ ორმხრივ შეხვედრებზე“, - წერს ზელენსკი.
ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, თეთრ სახლში მიიღებს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება ზელენსკის სიტყვით გამოსვლა კონგრესში.
მოულოდნელი ვიზიტი დაემთხვევა ადმინისტრაციის განზრახვას, უკრაინას თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნოს, რომელიც Patriot-ის სარაკეტო სისტემებს მოიცავს.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება.
0
0