არესტოვიჩის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს არ შეეშინდა, როდესაც მას აცნობეს რუსეთის ფედერაციის გეგმების შესახებ.
„ომის პირველ დღეს ზელენსკიმ უარი თქვა ევაკუაციაზე, რასაც დაჟინებით მოითხოვდნენ როგორც დასავლელი პარტნიორები, ასევე, მისი პირადი დაცვა. როდესაც გოსტომელზე იყო დაშვება, ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია, რომ შემდეგი დაშვება იყო პეჩერსკზე. მან თქვა: „ავიღებ ხელში ავტომატს და მე ვიბრძოლებ, რა პრობლემაა“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ბევრი აქებს.
„პირველი 48 საათის განმავლობაში, როცა კიევში უკვე ბრძოლები იყო, არავინ იცოდა, როგორ დამთავრდებოდა, საიდან გამოვიდოდნენ ეს დივერსანტები, ორჯერ იყო სროლა საბაზო სადგურთან. ზელენსკი კი ამბობდა არასოდეს წავალ. მინიმუმ 10 დესანტი, რაკეტებით მაინც მოხვდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას“, - დასძინა არესტოვიჩმა.
0
0