
გულწრფელი უნდა ვიყოთ ჩვენს განსხვავებულობაზე, რათა, თუ იქნება შესაძლებელი ტრანსატლანტიკური გადატვირთვა, ის სწორედ განსხვავებულობაზე ავაგოთ, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა ფორუმის გახსნისას განაცხადა.
ვოლფგანგ იშინგერმა კითხვით მიმართა ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოს; გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს; შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს.
„მაქვს კონკრეტული კითხვები. მინდა, პირველი კითხვა დავუსვა ევროკავშორის წევრ 27 სახელმწიფოს: რა კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმას გვთავაზობთ ან აპირებთან, რათა შექმნათ ისეთი ევროკავშირი, რომელიც უფრო პატივსაცემი საერთაშორისო აქტორი იქნება და უკეთესად შეძლებს, დაიცვას ჩვენი თავისუფლებები, ფასეულობები და საზღვრები?
შემდეგი კითხვაა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთ წევრთან: სრულად აცნობიერებთ თუ არა თქვენს ვალდებულებებს და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მე-6 მუხლს? თუ ასეა, კონკრეტულად რა გეგმები გაქვთ, რომ თავიდან ავიცილოთ სრული, სერიოზული დაპირისპირება არაბირთვულ სამყაროსთან აპრილში დაგეგმილ კონფერეციაზე?
შემდეგი კითხვაა ამერიკელებთან: ამერიკას და ტრამპის ადმინისტრაციას ნამდვილად სჯერა თუ არა ალიანსების, პარტნიორების და თუ სჯერა, რასაც მე ვიმედოვნებ, არის თუ არა მზად ვაშინგტონი ისე მოექცეს ალიანსებს, როგორც პარტნიორებს?
და ბოლოს, შეკითხვა ჩვენს სტუმრებს ჩინეთიდან: ჩინეთს თუ სურს განავითაროს და გააღრმოს ურთიერთობები ევროპასთან, რა გზით აპირებს წასვლას, რომ რუსეთმა აგრესია შეყვიტოს და დატოვოს უკრაინა?“ – განაცხადა ვოლფგანგ იშინგერმა.
მიუნხენში დღეს უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენცია გაიხსნა. მიუნხენში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იმყოფება, რომელიც შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში.
0
0