
ვნების შვიდეულის შაბათს „დიდ შაბათი“ ეწოდება.
ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება.
სასულიერო პირები გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძრებს გალობით შემოატარებენ.
გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს. სახარების მიხედვით, საფლავში დაფლულ უფალთან დილაადრიან მენელსაცხებლე დედები მივიდნენ. მათ ნელსაცხებელი მიჰქონდათ, მაგრამ საფლავზე მიდებული ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ აუწყა, რომ უფალი აღდგა.
“დიდ შაბათს” განსაკუთრებული მზადებაა იერუსალიმში. ქრისტეს აღდგომის ტაძარში ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდება. ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები უკვე ადგილზე იმყოფებიან. მათ ტაძართან შეკრება გუშინ დაიწყეს, მთავარი კარი კი თბილისის დროით, დაახლოებით, 11-ის ნახევარზე გაიღო.
დიდმარხვა 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
0
0
სემეკი მოსახლეობას აფრთხილებს
08/04/2026