
„საქართველოს ბოლო დღეებში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო, განიცადა ძლიერი ზეწოლა“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისი თქმით, კრემლის ტენდენციაა, დაინახოს ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში გარე გავლენა.
„კრემლის ტენდენციაა, ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში დაინახოს გარედან მანიპულაცია, რადგან აქვთ რწმენა, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი და არ არსებობს თავისუფალი ხალხი. ჩვენ უძველესი დემოკრატია ვართ და პირიქით გვჯერა, თუმცა, საქართველოს ამ ბოლო დღეები განმავლობაში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო.
ჩვენ ვიხილეთ კადრები, ახალგაზრდა ქალი ევროპული დროშით ხელში, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, უკან დახიეს, რამაც ჩვენ გულგრილი არ დაგვტოვა. საქართველომ განიცადა ძალიან ძლიერი ზეწოლა და ვიმედოვნებთ, რომ ის იპოვის გზას უფრო მეტი სიმშვიდისკენ, რაც შესაბამისობაში იქნება ევროპულ პერსპექტივასთან“, - აცხადებს მაკრონი.
0
0
მაკა ბოჭორიშვილი სერბ კოლეგას შეხვდა
15/05/2025